Friday, August 17, 2018

მე-9 დღე
დღევანდელ დღეს ერთხელ კიდევ გადავხედეთ ჩვენს ნამუშევრებს და გავაკეთეთ პრეზენტაცია.
ძალიან მომეწონა ზოგადად ტრენინგი. ბევრი კარგი საკითხები ვისწავლე, რაც ძალიან დამეხმარება მოსწავლეებთან მუშაობაში .
დიდი მადლობა ტრენერს გაწეული მუშაობისთვის და ვუსურვებ წარმატებებს.

Wednesday, August 15, 2018

ტრენინგის მე-8 დღე
ამ დღეს განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება. როგორ უნდა მოვიქცეთ თუ გვეყოლება სსსმ მოსწავლე , არაქართულენოვანი ან ნიჭიერი.როგორ მოვარგოთ გეგმა.
დავასრულეთ სასწავლო გეგმა.
ბოლოს ნამუშევრები ავტვირთეთ ბლოგზე და გამოვაქვეყნეთ.

Monday, August 13, 2018

ტრენინგის მე-7 დღე
გავეცანი შეფასების სქემას,ვისაუბრეთ თუ რა შეფასების რუბრიკები უნდა გამოვიყენოთ პროექტის მსვლელობის დროს, როგორი შეფასებები უნდა გამოვიყენო დაწყებითში (განმავითარებელი) და როგორი საბაზო საფეხურზე ( განმავითარებელი, განმსაზღვრელი). ბოლოს ვისწავლე ბლოგზე ლინკის მიმბა.
ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი დღე იყო.

Friday, August 10, 2018

მე-6 დღე
დღევანდელი დღე იყო ძალიან სასიამოვნო. ამ დღეს ვიყავი მოსწავლე და შევქმენი ელ. გაზეთი.
ტრენერი გვესაუბრა მულტი-მედიურ პრეზენტაციაზე.
ბოლოს შევქმენით ბლოგზე გვერდები.

Wednesday, August 8, 2018

მე-5 დღე
დღეს ვიმუშავეთ წყვილებში. გავეცანით მეწყვილის პროექტს და მივეცი შესაფერისი რეკომენდაციები.
ვისწავლე სურათებისა და შესაბამისი ლინკების შენახვა ჩემს საქაღალდეში.
სასწავლო გეგმაში შევავსეთ სასწავლო პროცედურები.
ვისწავლე როგორ ავტვირთო პრეზენტაცია ბლოგზე.
ძალიან დატვირთული და საინტერესო დღე იყო.

Tuesday, August 7, 2018

ტრენინგის მე-4 დღე
ამ დღეს ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე,განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო, თავისი მეთოდებითა და ინსტრუმენტებით და გავაკეთეთ პროექტის მოკლე მონახაზი.
გავეცანით თუ როგორ უნდა პრეზენტაციის გაკეთება. დავიწყეთ მუშაობა powerpoint-ში.
ტრენინგის მე-3 დღე.
ამ დღეს სასწავლო გეგმაში გავწერეთ ესგ სტანდარტი შესაბამის საგნებში ( ხელოვნება - ისტ), გავწერეთ მიზნები, ვისაუბრეთ საკვანძო კითხვებზე და მივიღეთ დავალება : მოვიფიქროთ ერთი ზოგადი, ერთი თემატური და რმდენიმე შინაარსობრივი კითხვა.

ტრენინგის მე-2 დღე
დღეს ვისწავლეთ როგორ უნდა მოვახდინოთ ჩვენი პროექტის პიარი.
ვისწავლეთ ბუკლეტის შექმნა, რომელიც ძალიან სახალისო იყო.